რედაქტორის გვერდირელიგია

„მეუფე პეტრევ, ეშმაკიც, ერთ დროს ანგელოზი იყო…“

თქვენთვის, ნამდვილად „ბოლო მარხვა” უნდა იყოს „პირანიებო” – სასულიერო იერარქიაში! „ვისაც ეკლესიაში განხეთქილება შეაქვს, ის მოწამებრივი სისხლითაც ვერ განიწმინდება, რადგან ეს არის უდიდესი ცოდვა”! – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II. შემინდე და მომიტევე უფალო! მომიტევე, ჩემო მოძღვარო და ჩემო სულიერო მამავ, გიორგი, რამეთუ, თქვენი ლოცვა-კურთხევის მადლის გარეშე ავლაპარაკდი…

გუშინ, „იმედის დრო”-ში, გასული სიუჟეტი და უშუალოდ, ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრეს – მოსაზრებები, გამონათქვამები და მისეული „დაბეჯითებული სიმართლე” – აუცილებელია, გახდეს ერისა და მრევლის განსჯის საგანი?! ეს გახლავთ სწორედ ის შემთხვევა, როდესაც დუმილი ოქრო არ არის! მეუფე პეტრეს მოწოდება:  „ვიდრე ჩვენ არ გადავდგამთ გაბედულ ნაბიჯებს”… ნამდვილად მისაღებია და ყურადსაღებია, ჩვენთვის, მართლმადიდებელი მრევლისათვის. მადლობა, მეუფე პეტრეს „ამ მუხტისათვის”! ამონარიდები, მეუფე პეტრეს გუშინდელი სატელევიზიო „ქადაგებიდან”:

მეუფე პეტრე:

„ინტრიგების დედოფალი, რუხი კარდინალი, ჩრდილოვანი მმართველი..(საუბარია, პატრიარქის მდივან -რეფერენტ, შორენა თეთრუაშვილზე- ი.კ.) ეს ქალბატონი, დღესაც მართავს საქართველოს პატრიარქს და მის გარემოცვას… ამ ქალბატონს, არა ერთხელ გაუწირავს პატრიარქი და მისი ავტორიტეტი, არაერთხელ გაუწირავს ეკლესია და წმინდა სინოდი, არ გამოვრიცხავ და მაქვს საფუძვლიანი ეჭვები..

კვალი, სცენარის ავტორისა ( სასულიერო პირის სავარაუდო მოწამვლა, „სცენარი” ყოფილა – ი.კ.)მიდიოდეს ამ ქალბატონამდე… პირფერობა და ფარისევლობა არის ჩვენი ეკლესიის პრობლემა… ღირსების საქმეა ამ საქმის ბოლომდე მიყვანა”….

რას „ქადაგებს” წმიდა სინოდის წევრი, ჭყონდიდის მიტროპოლიტი? რა განზრახვა და ქვენა გრძნობა დევს მის „ფანტაზიის ნაყოფში”!? რა „მახინჯი” საზოგადოებრივი აზრის დამკვიდრებას ემსახურება ეპოსკოპოსის „შემართება” და როგორ უნდა „ვირწმუნოთ”, რომ – ერის საჭეთმპყრობელს და მართლმადიდებლურ ეკლესიას, მართავს ერთი ქალი!?…(სხვას, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ!?)

თქვენ, უპირველესად, უპატიებელ ცოდვაში ჩადეგით და შეურაცხყოფა მიაყენეთ საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია II და თუ თქვენ, მეუფე პეტრევ, უფალი „გრთავთ” იმის ნებას, რომ ღირსება შეულახოთ პატრიარქს და წმიდა სინოდს, მღვდელმთავრებსა და მონაზვნებს, მართლმადიდებელ მრევლს და სრულიად საქართველოს, მაშინ, მეც ერთი ცოდვილი მართლმადიდებელი მორწმუნე, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ამიერიდან, თქვენ ხართ: პირფერი, ფარისეველი, განხეთქილების შემტანი და ღირსება აყრილი – უმაღლესი სასულიერო პირი! ეს, ჩემი (და, არა მარტო) -გადმოსახედიდან! ხოლო, რაც შეეხება თქვენს სასულიერო – იერარქიულ წოდებებს, მოღვაწეობას და თქვენაირად „მოაზროვნე” ვიწრო წრეს – დედა ეკლესიის წიაღში ჩანერგილებს… თუ, წმიდა სინოდმა ”შეგიწყალათ” – უფლის ”რისხვას” მაინც ვერსად დაემალებით – უცილობოდ! მეუფე პეტრევ, რა ამპარტავნობაა თქვენი მხრიდან, ”წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის” ლოცვის სათქვენოდ გამოყენება – ”მარტომყოფო შემიწყალე მე -მარტომყოფი”…ხომ არ აჯობებდა, გაითავისოთ და ხშირად გაიმეოროთ, ჭეშმარიტი მორწმუნე, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის შეგონება: „თუ მე შესაფერისი ვარ აღთქმისა, ეს წყალობაა, ღვთისგან ბოძებული, ხოლო თუ აღთქმას არ შევეფერები – ეს უკვე ჩემი ცოდვაა“!

 დღეს, „დიდმარხვის” პირველი დღეა. ამიტომ იმედია, დაგაფიქრებთ ეს შეგონება და თქვენივე გადასაწყვეტია – ღვთის წყალობას იმსახურებთ, თუ დიდ ცოდვაში დგახართ – მეუფეო?! ასევე, დამაფიქრებელია, მეუფე პეტრეს სასაუბრო ლექსიკა: „ეგრეთ წოდებული უფლებადამცველი კაკაბაძე”… „არამზადა გიორგი ანდრიაძე საპატრიარქოს უფლებადამცველი”…

 ერთი რამ საინტერესოა, იმ ”ჭკვიან კაცს” ჰკითხე მეუფე პეტრევ, სატელევიზიო ეთერის შემდგომ რომ ”დაგამშვიდათ” -”სიტყვა არ ითვლება, სიტყვა იწონება”-ო… რომელ სასწორს გულისხმობდა, ”სამომხმარებლო” დანიშნულების, თუ ეპისკოპოსის ”მორალურ” სასწორზეა -მინიშნება!?… არ გამოვრიცხავ და მაქვს ასევე გარკვეული ეჭვი, რომ მეუფე პეტრემ, ასევე ”დააანონსა” და გაახმაურა წინასწარ დანაშაულში ეჭვმიტანილი, დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძის (მომავალი) ჩვენების მნიშვნელოვანი დეტალი :

 ”ოქრომჭედლისათვის და ოქროს დამუშავებისათვის შეძენილი ”ციანიდი”…  არ გამოვრიცხავ, რომ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, რომელიც დღეს უნდა დაიკითხოს, იგივე გაიმეოროს თავის მიცემულ პირველ ჩვენებაში. და თუ ეს მართლაც ასე მოხდა, აუცილებლად მოუწევს მეუფე პეტრეს გამოძიებასთან საფუძვლიანი თანამშრომლობა. სიმართლის გულისათვის აღნიშვნის ღირსია: როდესაც ”სამარცხვინო მოვლენაზე” საუბრობს, ჭყონდიდის მიტროპოლიტი, უპრიანია, საკუთარი თავის მხილებიდან, სამარცხვინო საქციელიდან დაიწყოს და საზოგადოებას გასცეს პასუხი:

 – რატომ აიძულებდა, ცხონებულ პოლიტპატიმარს, უსასტიკესად ნაწამებს და (სააკაშვილის პირად პატიმარს) თავის სულიერ შვილს, სულხან მოლაშვილს, გამოეტანა საჩივარი სტრასბურგის სასამართლოდან?!… შესანიშნავად იცოდა მეუფე პეტრემ, რა არაადამიანური მეთოდებით უსწორდებოდნენ ”სააკაშვილის ციხეში” თუნდაც სულხან მოლაშვილს, მაგრამ დუმილს ამჯობინებდა მოძღვარი და სულიერი მამა… არის თუ არა პატრიარქისა და წმიდა სინოდის ღირსეული წევრი, მეუფე პეტრე? არის თუ არა პოლიტიკურად ანგაჟირებული და უშუალოდ სააკაშვილის რეჟიმის ”მეხოტბე”  ჭყონდიდის მიტროპოლიტი -მეუფე პეტრე (ცაავა)? ამას და სხვა მრავალ სიმართლეს  ახლო მომავალში გავიგებთ, ალბათ?! შორეული მომავლის პერსპექტივა კი  უზენაესი უფლის სამსჯავროა! მეუფე პეტრევ, ეშმაკიც, ერთ დროს ანგელოზი იყო, არა?!

ეპილოგის მაგიერ:

უფალო! სძლიე და შემუსრე, ხილული თუ უხილავი მტრები – ჩვენი პატრიარქის; დედა-ეკლესიის; ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მღვდელ -მონაზვნების; მრევლისა და სრულიად -საქართველოსი! ”ჩვენთან არს ღმერთი”!!! ამინ!

 იამზე კიკნაძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close