საზოგადოება
,,მერე რაა, რომ არ იცი, სამსახურში დაგტოვებენ თუ არა…” _ ასე იმხნევებენ თავს საქართველოში
,,მერე რაა, რომ ცივა, რომ დოლარი გაძვირდა, რომ ძველებურად ჯანზე ვერა ხარ, რომ პრობლემები მოგემატა, რომ არ იცი სამსახურში დაგტოვებენ თუ არა, რომ ბევრი გინდა და ცოტაც არ გაქვს, რომ გაწყენინეს, რომ ისე არაა, როგორც ელოდი, რომ შენი დღესასწაულები გადაიდო, მაგრამ დღე ხომ მოდის შენთან ერთად, ახალი წლისთვის ხომ ისევ ზრუნავ, გაიხსენე ყველა, ვისთვისაც სულერთი არ ხარ…. ხოდა, ადექი და დილიდან სარკეში შენ თავს გაუღიმე და წაიმღერე,-დილა მშვიდობისა, რა ლამაზად თენდებიიიი… და არც იმაზე იდარდო, რასაც შენ ვერ ცვლი, არ მოიწყინოთ, ყველაფერი კარგად იქნება!!!” წერს ნინო კვაჭანტირაძე.
ასეთი განცდა და შეგრძნება აქვს დღეს ბევრ ქართველს. ისინიც თავს ისევე იმხნევებენ, როგორც ქალბატონი ნინო. ალბათ, ყველაფერი კარგად იქნება…