ახალციხეში საკონსტიტუციო პროექტის განხილვამ ხმაურის ფონზე ჩაიარა. “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრს კითხვის დასმის საშულება არ მისცეს. პარლამენტის თავმჯდომარემ მამუკა აჩბას პროვოკატორი უწოდა.

მამუკა აჩბა მიკროფონთან მას შემდეგ აღარ მიუშვეს, რაც ხმამაღლა დააფიქსირა, რომ დარბაზში საჯარო მოხელეები შეხვედრას სამუშაო საათებში ესწრებოდნენ.

“თქვენ ძალიან გაგეხარდათ, რომ დარბაზი არის სავსე. დიახ! დარბაზი უნდა იყოს სავსე, მაგრამ არა ადმინისტრაციული რესურსით! მერამდენედ გეუბნებით, ნუ იყენებთ ადმინისტრაციულ რესურს სამუშაო საათებში” – განაცხადა მამუკა აჩბამ.

პასუხად ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა რომ “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელი უკვე მესამე ქალაქში ცდილობს, განხილვების დროს პროვოკაცია გამოიწვიოს.

“მესამე ქალაქში აწყობთ პროვოკაციას და არ შეიძლება ამის გაგრძელება. ასე თქვენი პარტია წინ ვერ წავა. თქვენ იმ ხმებსაც დაკარგავთ, რომელიც ბოლო არჩევნებზე მიიღეთ” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა აჩბა დარბაზიდან დაცვის წევრებმა გაიყვანეს. კამათი ადგილობრივ საჯარო მოხელეებსა და “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრს შორის დერეფანში გაგრძელდა.

კომენტარები
Загрузка...