მერაბ დვალიშვილის ტრიუმფი
„მთელი მსოფლი ჩემ წინააღმდეგ იყო... უმარმა მე მოხუცი მიწოდა“ - ქართველი სპორტსმენის კომენტარი დიდი ბრძოლის შემდეგ

„უმარი ძლიერი მებრძოლია. მან მე მოხუცი მიწოდა. დიახ, მოხუცი ვარ, მაგრამ ყოველდღე ვვარჯიშობ. მჯერა, რომ შრომითა და საკუთარი თავის რწმენით ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია”, – ამის შესახებ მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარის დაცვის შემდეგ განაცხადა.
.
მერაბ დვალიშვილმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა:
-მადლობა ჩემს გულშემატკივრებს და ყველა ქართველს, მიყვარხართ, ქართველებო! იცით, რომ არასდროს ვჩერდები და მუდამ ვვარჯიშობ, მაგრამ, როდესაც ბრძოლას 6 კვირით ადრე დავთანხმდი, ტრავმირებული ვიყავი. ფეხი მქონდა ნატკენი და ნაკერები მედო, თუმცა ვიცოდი, რომ UFC-ის ვჭირდებოდი.
უმარი ძლიერი მებრძოლია. მან მე მოხუცი მიწოდა. დიახ, მოხუცი ვარ, მაგრამ ყოველდღე ვვარჯიშობ. მჯერა, რომ შრომითა და საკუთარი თავის რწმენით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. მთელი მსოფლიო ჩემ წინააღმდეგ იყო, ფავორიტად არ ვითვლებოდი, მაგრამ ეს არ მაინტერესებს, მე საკუთარი თავის რწმენა მაქვს.