პოლიტიკა

“მეორე ტურში გასვლის ყველაზე მეტი შანსი ზაალ უდუმაშვილს აქვს”

ექსპერტ, გია ხუხაშვილის შეფასებით, მეორე ტურში გასვლის ყველაზე მეტი შანსი მაინც ზაალ უდუმაშვილს აქვს.

”პრობლემაა იგივე სახელისუფლებო კანდიდატთან დაკავშირებით, რადგან კამპანია იქნება მკვეთრად ნეგატიური. თუ ეს კანდიდატი კახი კალაძე იქნა, როგორც ჩანს, ”ნაციონალური მოძრაობა” და მისი მედიაკომპონენტი ძალიან სერიოზულად დააზარალებს კალაძეს. კალაძეს აქვს საკმარისი სისუსტეები იმისთვის, რომ ამაზე აპელირებით მოხდეს მისი იმიჯის სერიოზული დაზიანება. იმდენად უდუმაშვილის შანსები არ არის მაღალი, რამდენადაც კალაძის იმიჯი ნეგატიური კამპანიიდან გამომდინარე შეიძლება დაზიანდეს”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

როგორც ცნობილია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ნიკა მელია დღეს ოფიციალურად წარადგინა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close