სამართალი და კრიმინალი

,,მემორანდუმის დახმარებით, ადვოკატის პროფესიაში გვეყოლება მეტი კვალიფიციური კადრი” (ვიდეო)

დღეს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და საქართველოს საადვოკატო ბიუროების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმის მიზანია, 2018 წლის 1 იანვრიდან საადვოკატო პროფესიაში შემსვლელი პირებისათვის, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ერთ წლიანი სტაჟირების პროგრამის განვითარება, ხელშეწყობა და მხარდაჭერა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი. მან აღნიშნა, რომ  გვყავს ბევრი კვალიფიციური იურისტი, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ ისინი აუცილებლად კარგი ადვოკატებიც არიან. იმისათვის, რომ  იურისტი იყოს კარგი ადვოკატი, საჭიროა, მას გააჩნდეს ამ პროფესიისათვის აუცილებელი სპეციფიური უნარები. აღნიშნული მემორანდუმი  დაეხმარება იურისტებს, განივითარონ ეს უნარები, შედეგად კი მივიღებთ იმას, რომ ამ პროფესიაში გვეყოლება მეტი კვალიფიციური კადრი.

მან ასევე დასძინა, რომ შესაძლოა ამ ნაბიჯით უკვე მოქმედ ადვოკატებს მეტად კონკურენტულ გარემოში მოუხდეთ მუშაობა, მაგრამ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად სასიკეთოდ მოუბრუნდება თითოეულ მათგანს.

ასევე სიტყით გამოვიდნენ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე – ზაზა ხატაშვილი და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი- ირაკლი ყანდაშვილი.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა და საქართველოს საადვოკატო ბიუროების გაერთიანების თავმჯდომარემ, ციცინო ცხვედიანმა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აერთიანებს 5000-მდე მოქმედ ადვოკატს, ხოლო საქართელოს საადვოკატო ბიუროების გაერთიანება აერთიანებს 70-ზე მეტ მოქმედ საადვოკატო ბიუროს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close