საინტერესო

მელორ ვაჩნაძეს ახალი რჩეული ჰყავს – ვინ არის ლიზი წიგნაძე

მელორ ვაჩნაძისა და ლიზი წიგნაძის სიყვარულის ამბავი ცოტა ხნის წინ გავრცელდა. წყვილმა ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათი ურთიერთობა სოციალური ქსელით გასაჯოროვებულიყო და შესაბამისი პოსტიც დადო.

.

მელორის პირადი ცხოვრების შესახებ, მისი აქტიური პოლიტიკური ხმაურიდან გამომდინარე პრესის ფურცლებით ხშირად იწერებოდა. ამ ხნის განმავლობაში მელორმა უკვე ორი ოჯახი შექმნა და დაანგრია. პირველად 18 წლის იყო, როდესაც ცოლი მოიყვანა. მელორს ერთი ქალიშვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან. მეორედ 10 წლით უმცროს გოგონაზე, ნინი გოგოტიშვილზე იქორწინა. მაშინ ნინი თბილისის ღია უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

.

დღეს მელორ ვაჩნაძე სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მოდელს, ლიზი წიგნაძეს ხვდება. პრესას არც მომხიბვლელი მოდელის, ლიზის პირადი ცხოვრება გამორჩენია. სწორედ „პრაიმტაიმი“ წერდა, რომ ლიზი „მისტერ პლანეტა საქართველო“, – ლევან გუგუშვილის შეყვარებული იყო.

.

 

ჩვენ წყვილს დავუკავშირდით, მაგრამ მათ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

“პრაიმტაიმი”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close