პოლიტიკა

“მელიას ნახევარი საქართველო აგინებს და პრემიერმა რომ შეაგინოს რა მოხდება?”

საპარლამენტო უმრავლესობას გუშინ მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც პრემიერ-მინისტრმა ნიკა მელიას აგინა, პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი. პროვოკაციაზე წასვლა, პროვოკაციებით მართვა პროცესების ზოგადად. ეს ჩვენ ვიხილეთ არაერთგზის რამდენიმე წლის წინ, როდესაც 9-წლიანი მართვა ჰქონდა მათ ხელისუფლებას. იგივე დღის წესრიგით აგრძელებს მოქმედებს „ნაციონალური მოძრაობა.“ ნიკანორ მელია არის ადამიანი, რომლის ადგილი პირდაპირ შემიძლია გითხრათ, არ არის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში,“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობას” აკისრებს პასუხისმგებლობას გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც. სოფო კილაძე ამბობს, რომ ის რაც გუშინ მოხდა, ეს ამ პარტიისთვისაც კი მეტის მეტია.

ოპოზიციის მხრიდან განხორციელებულ პირად თავდასხმებზე საუბრობს „ქართული ოცნების“  კიდევ ერთი წევრი. ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ დეპუტატებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია და ცოდნა, რომ ოპონირება გაუწიოს მთავრობას. მისი შეფასებით სწორედ ამ ცოდნის დეფიციტია ის რის გამოც საპარლამენტო უმცირესობა პირად შეურაცხყოფაზე გადავიდა.

ზაზა პაპუაშვილი კი პრემიერ-მინისტრის გუშინდელ საქციელს ამართლებს და ამბობს,რომ მას სხვა გზა არ ჰქონდა.

„პრემიერი ხომ ადამიანია, ქვა და რკინა ხომ არ არის? მელიას ნახევარი საქართველო აგინებს და პრემიერმა რომ შეაგინოს რა მოხდება? არ იმსახურებს თუ რა? ყველამ უნდა იცოდეს როგორ უნდა მიმართოს, როგორ უნდა მოიქცეს და აქვს კი უფლება ასე მიმართვის. ეს ხალხი არ უნდა იყოს პარლამენტში. აი ეს არის უბედურება,“-განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close