პოლიტიკა

“მაშინ, როდესაც ფეხბურთს ვთამაშობდი, ვოცნებობდი ქვეყნის განვითარებისთვის წვლილი შემეტანა”

ჩემი წარსული კარიერიდან გამომდინარე, როდესაც ჯერ კიდევ ფეხბურთს ვთამაშობდი, ყოველთვის ვოცნებობდი, კარიერის დასრულების შემდეგ დავბრუნებულიყავი ჩემს ქვეყანაში. ეს მართლაც ასე მოხდა.  ყოველთვის ვოცნებობდი იმაზე, რომ ჩემი პატარა წვლილი შემეტანა ქვეყნის განვითარებაში, ქვეყნის წინსვლაში. მე დღეს მეამაყება ის, რომ ჩვენ ვიმყოფებით აქ, აჭარაში, სადაც გავხსენით ერთ-ერთი ძლიერი და მასშტაბური ჰიდროელექტროსადგური”, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ შუახევში, ჰიდროელექტროსადგური “შუახევიჰესის” მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე განაცხადა.

მან თანაგუნდელებს პროექტის განსახორციელებლად მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ენერგოდამოუკიდებელი გახდება.

“მინდა პირველ რიგში მადლობა მოვახსენო ჩემს თანაგუნდელებს, მადლობა მინდა ვუთხრა პრემიერმინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, რადგან შეუძლებელია ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება, თუ არ იქნა გუნდის თანადგომა, თუ არ იქნა პრემიერის მხარდაჭერა.

მინდა ასევე ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს, რომლებიც დღე და ღამე, 24 საათიან რეჟიმში ზრუნავენ და მუშაობენ იმისთვის, რომ ქვეყანა ენერგეტიკულად განვითარდეს და არ ვიყოთ ელექრტოენერგიის თვალსაზირისით დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე.

მინდა მადლობა გადავუხადო ინვესტორ კომპანიას, “ტატა ჯგუფს”, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. მინდა მადლობა გადავუხადო ნორვეგიულ კომპანიას “ქლინ ენერჯის”, ასევე დიდი მადლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რადგან მათი მხარდაჭერით ძალიან ბევრი ენერგეტიკული პროექტები ხორციელდება ქვეყანაში.

მჯერა, უახლოეს მომავალში შევძლებთ და მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იქნება ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი, სადაც არ უნდა ვიყოთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close