საზოგადოება

მასწავლებელს, რომელიც ჯეჯელავას ახალ ინიციატივას ,,აიტაცებს”, მეტი ანაზღაურება ექნება

   განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სასკოლო ექკურსიების ახალი პროგრამის დანერგვა დაიწყო და ახალი სასწავლო წლიდან ეს მიმართულება უფრო გაფართოვდება.

,,სასკოლო ექსკურსიებზე ძირითადი ცვლილება არის ის, რომ ჩვენ გვინდა გასვლითი გაკვეთილის ფორმა მიიღოს. ტრადიციული ექსკურსიების წინააღმდეგი არ ვარ, რა თქმა უნდა, თუმცა გვინდა, რომ მეტი შემეცნებითი დატვირთვა ჰქონდეს და ამიტომ შევქმენით კატალოგი. ეს არის მიმღები ორგანიზაციების კატალოგი, რომელსაც აქვს სპეციალური პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის და ჩვენ ვეუბნებით სკოლებს, რომ თუკი ამ კონკრეტულ ადგილებში წაიყვანენ ბავშვებს და ჩაატარებენ გასვლით გაკვეთილებს, მაშინ  დამატებითი ანაზღაურების მიღების საშუალება ექნება მასწავლებელს. წელს დაიწყო ამის დანერგვა, ცალკეული შემთხვევები გვქონდა. მომავალი სასწავლო წლიდან, სექტემბერიდან უფრო ფართო გავრცელება ექნება”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close