საზოგადოება
,,მარტო ჩემი შვილი კი არა, შვილიშვილიც ჰყავს მოკლული” _ თაკო გამრეკელაშვილის დედა
ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის დედა, ნათია გობაძე “კურიერთან” ამბობს, რომ ვეფხია ბაქრაძე საკუთარ შვილებზეც ხშირად ძალადობდა.
,,რამდენჯერ ხელიდან გამომიგლეჯია. ბავშვი მკვდარი გამიცოცხლებია. მაგისი გოგო, 6 თვის ფეხმძიმე, კიბიდან დააგორა და ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და ბავშვი დაეღუპა. მარტო ჩემი შვილი კი არა, შვილიშვილიც ჰყავს მოკლული. მე იმის გამო გამისწორდა ფიზიკურად, რომ შერიგებაზე უარს ვეუბნებოდი. მეუბნებოდა- ან ჩემს გვერდით იქნები, ან უნდა მოგკლა. ჩემს გვერდით თუ არ იქნები, მიწაში უნდა იყოო”, – განაცხადა გობაძემ.
მისი თქმით, მის ყოფილ მეუღლეს მოკლულ თაკო გამრეკელაშვილთან ის პრობლემა ჰქონდა, რომ გოგონა მუდმივად მიუთითებდა დედას იმას, რომ მის მეუღლეს ის არ უყვარდა და მხოლოდ იყენებდა.