საზოგადოება

მარათონმა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ადამიანი გამოავლინა

კახეთში გაიმართა მსოფლიო საქველმოქმედო მარათონი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ხუთი ათასზე მეტმა სპორტსმენმა. მარათონის გამარჯვებული გახდა 37-წლის გიორგი შეყრელიძე. მისი შედეგი იყო 35.43.კმ. შეყრელიძეს მიეცემა შესაძლებლობა 2018 წელს მიიღოს მონაწილეობა”WINGS FOR LIFE WORLD RUN 2018″ . გლობალურ გარბენში. გლობალური გარბენის ჩემპიონებს, პროზის სახით, მიეცემათ მთელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის ბილეთი.

მარათონში მეორე ადგილზე გავიდა მარკო გრაენიტზმა გერმანიიდან, რომელმაც შესძლო 32.93 კმ მანძილის გარბენა. მესამე ადგილი აიღო თამაზ თეთრუაშვილმა. მისი შედეგი იყო 32.36კმ. ხუთეულში გამარჯვებულები გახდნენ: თემურ ნაზღაიძე (ს 31.90 კმ.) და დავით ჯუგაშვილი (31, 89 კმ.).

ყველაზე სწრაფი ქალი მარათონელი იყო 21 წლის – ნინო მიქაძე, რომელმაც გაირბინა 29 კილომეტრი. გამარჯვებული, შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირთა შორის გახდა გიორგი თაკნიაშვილი. ინვალიდის ეტლით მან მოახერხა თითქმის 8 კმ-ის გადალახვა. იგივე კატეგორიაში ქალთა შორის გაიმარჯვა ირმა ძვერიაშვილმა. (7.1 კმ.).

ქართულ მარათონში მონაწილეობა მიიღეს ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, ლატვიის, პოლონეთის, უნგრეთის, რუმინეთის, უკრაინის, ისრაელის, თურქეთის, ნიგერიის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა.

სალომე მგელიაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close