რედაქტორის გვერდიცხოველთა სამყარო

მანქანამ ძაღლს გადაუარა და გაჩერების ნაცვლად, მძღოლი გაიქცა

საშინელი ავარიის შედეგად დაშავებული ძაღლი სიკვდილს ებრძვის. დღეს მუხიანიდან შეგვატყობინეს, რომ გადაჭარბებული სისწრაფით მოძრავმა ავტომობილმა ძაღლს გადაუარა და მანქანის გაჩერების ნაცვლად მძღოლმა სვლა განაგრძო. მომაკვდავი ძაღლი კი ბედის ანაბარა დარჩა. რომ არა კეთილი ადამიანები, ჩვენც ვერაფერს შევიტყობდით.

ჩვენმა ჯგუფმა ვახტანგ მამალაძის ვეტერინარულ კლინიკაში მიიყვანა მომაკვდავი ძაღლი. ექიმმა გაუკერა ჭრილობები თავის არეში, მაგრამ ვერაფრით დაგვაიმედა. სამწუხაროდ, ძაღლის გადარჩენის შანსი ძალიან მცირეა… დაზიანებული აქვს თავის ტვინი და თვალის ბუდე. ამჟამად ძაღლი ჩვენს თავშესაფარში იმყოფება ჩვენი პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ. იქნებ სასწაული მოხდეს და გადარჩეს.

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close