საზოგადოება

მამუკა ნოზაძე: არ მეგონა, კიდევ თუ გამაკვირვებდა მოსამართლის უვიცობა

,,არ მეგონა, კიდევ თუ გამაკვირვებდა მოსამართლის უვიცობა. სამწუხაროდ, სასამართლო სისტემაში ბევრი გაუნათლებელი მოსამართლე ახორციელებს სამოსამართლეო უფლებამოსილებას. ცხადია, კარგი მოსამართლეებიც არიან, მაგრამ პროცენტულად, ასეთები ბევრი არ გვყავს.

დღეს, ბათუმის სასამართლოს მოსამართლემ, სალიხ შაინიძემ მიიღო მეტად უცნაური და აღმაშფოთებელი განჩინება. ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ ადამიანმა, რომელსაც განზრახული აქვს სხვისი ქონების ხელში ჩაგდება მიმართა ბათუმის სასამართლოს ერთწინადადებიანი სარჩელით, თითქოს, მისი დედა და მოპასუხე ცხოვრობდნენ ერთად.  მათი თანაცხოვრების შედეგად კი დაიბადა თვითინ და ისინი არიან მისი მშობლები. მოსარჩელე 34 წლისაა და არასოდეს განუცხადებია, რომ მამამისი არის ეს კონკრეტული პიროვნება. საგულისხმოა, რომ დაბადების მოწმობის მიხედვითაც,  მამამისი არის სხვა პიროვნება. მას, ეს საკითხი დღემდე არ უქცევია  დავის საგნად და რატომღაც, ახლა ითხოვს სასამართლოსგან, სულ სხვა პიროვნების მამად აღიარებას.

ყველაფერი ხდება ქონების ხელში ჩაგდების მიზნით. ეს ადამიანი ითხოვს გარდაცვლილის ეგზგუმაციას, რაც, ,,ბრძენმა” საილიხ შაინიძემ დაუკმაყოფილა.

ეს გახლავთ ძალიან საშიში გადაწყვეტილება, რადგან, არანაირი ფაქტობრივი მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსთვის ქეთევან ნიკურაძეს, რისი ვალდებულებაც ეკისრებოდა მოსარჩელეს. გონიერი მოსამართლე ასეთ უსაფუძვლო სარჩელს წარმოებაშიც არ მიღებდა. შაინიძემ კი არათუ უკანონოდ მიიღო წარმოებაში სარჩელი, არამედ, გვამის ეგზგუმაციის გადაწყვეტილებაც გამოიტანა.

თავისუფლად შეიძლება, ნებისმიერმა თაღლითმა მიმართოს სასამართლოს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე და მოითხოვოს მდიდარი გარდაცვლილის შვილად აღიარება. შაინიძისნაირმა მოსამართლეებმა კი მიაყენონ შეურაცხყოფა გარდაცვლილს და მისი საფლავიდან ამოღება დააკანონონ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენტაძემ ,,არქივიდან ამოიღო” შაინიძე. ,,ბედნიერ” საქართველოში ასეთი ადამიანები ახორციელებენ მართლმსაჯულებას. გვენეტაძემ, რომელიც დიდი დაპირებებით მოვიდა ამ პოსტზე,  ყველაფერი დაასამარა და ხალხს სამართლიანი სასამართლოს უკანასკნელი იმედიც წაართვა,” _ განუცხადა euronews.ge -ს ადვოკატმა, მამუკა ნოზაძემ.
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close