რელიგია

მამა გიორგი მამალაძის ძმა პატრიარქს სთხოვს, დაკავებულ დეკანოზს შეხვდეს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის თორნიკე მამალაძის მტკიცებით, მან მამა კახაბერს თავიდანვე მისწერა, რომ სურდა პატრიარქთან შეხვედრა ადვოკატებთან ერთად.

როგორც თორნიკე მამალაძემ განაცხადა, მამა კახაბერ გოგოტიშვილმა ამის საპასუხოდ განუცხადა, რომ გადასცემდა პატრიარქს მოთხოვნას, მოგვიანებით კი, დაუკავშირდა და უთხრა, რომ პატრიარქი მზად იყო შესახვედრად.

”მე მამა კახაბერს ვთხოვე და მივწერე ადვოკატებთან ერთად პატიარქთან შეხვედრაზე, რაზეც მივიღე პასუხი, რომ ჩემს თხოვნას გადასცემდა პატრიარქს და გამაგებინებდა პასუხს. მეორე დღეს მომივიდა პასუხი, რომ პატრიარქი მზად არის შეხვედრისთვის. იქ არ უთქვამს, რომ ადვოკატები არ იყვნენ ნახსენები ან პატრიარქი ამბობს უარს ადვოკატების მიღებაზე. აქედან გამომდინარე, ჩავთვალე, რომ პატრიარქი მიგვიღებდა ადვოკატებთან ერთად. ამის შემდეგ, რატომღაც, საპატრიარქოდან ვიღაცას შეეშინდა პატრიარქთან ადვოკატების მისვლის და საქმის დეტალების გაგების და დაბლოკეს ადვოკატები”, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

მისი თქმით, ოჯახს კვლავ აქვს სურვილი ადვოკატებთან ერთად შეხვდეს პატრიარქს.

”ელემენტარულად ადამიანს კითხვა, რომ გაუჩნდეს საქმესთან დაკავშირებით, მე ვერანაირ პასუხს ვერ გავცემ, ვინაიდან საქმის დეტალებს არ ვიცნობ გასაიდუმლოების გამო. წინა შემთხვევაში მივიღე პასუხი, რომ პატრიარქი შეხვდებოდა მხოლოდ ოჯახის წევრებს და ამას ექნებოდა დალოცვითი ფორმა, რაზეც იცით, რომ უარი განვაცხადე. უწმინდესთან შეხვედრა, რა თქმა უნდა, ბედნიერებაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვითარება ისეთია, რომ გვინდა მხოლოდ დალოცვითი ფორმა არ იყოს”, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close