სამართალი და კრიმინალი

“მამა გიორგის ჩხრეკის პროცესი წარიმართა კანონდარღვევით და კანონდარღვევის საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულება უკანონოა”

„ჩხრეკის პროცესი წარიმართა კანონდარღვევით, ვამბობ როგორც ადვოკატი და კანონდარღვევის საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულება უკანონოა”, – აცხადებს მამა გიორგი მამალაძის პირველი ადვოკატი რევაზ ფუტკარაძე, რომელიც პროკურატურაში ბარგის ჩხრეკის პროცესს უშუალოდ ესწრებოდა.

მისივე განმარტებით, მამა გიორგის ჩანთა რამდენიმე საათის განმავლობაში მეთვალყურეობის გარეშე იყო.

„სად იყო ამ დროის განმავლობაში ჩანთა, ვისთან იყო და ა.შ. ბევრი კითხვაა. თან დღეს, 21-ე საუკუნეში ჩანთის გახსნა და რაღაცის ჩადება დიდი პრობლემა არა არის. დალუქვას რაც შეეხება, აღნიშნულთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა. ამაზე დაცვის მხარე მუშაობს“,- განაცხადა ადვოკატმა.

მისივე განმარტებით, საქმის დეტალებზე საუბარი არ შეუძლია, რადგან ​გაუთქმელობის ხელწერილზე ხელი აქვს მოწერილი.

რევაზ ფუტკარაძე ურჩევს პროკურატურას, გამოძიების შედეგებს დაელოდოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ.ციანიდის საქმის განხილვა გრძელდება. საქმის პროკურორის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე დაკითხულმა აეროპორტის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ბარგში მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close