სამართალი და კრიმინალი

მამა გიორგის პროცესზე სახალხო დამცველი არ შეუშვეს

რა თქმა უნდა, დავესწრები “ციანიდის საქმის” სასამართლო პროცესს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სახალხო დამცველს ერთხელ უკვე შეეზღუდა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და იმედოვნებს, რომ მსგავსი რამ არ განმეორდება.

“რა თქმა უნდა, დავესწრები “ციანიდის საქმის” სასამართლო პროცესს. სახალხო დამცველს ერთხელ უკვე შეეზღუდა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და იმედი მაქვს, მსგავსი რამ აღარ განმეორდება. ჩვენ შესაბამისი მიმართვა მოსამართლეს რამდენიმე დღის წინ უკვე გავუგზავნეთ“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

რამდენიმე დღის წინ უჩა ნანუაშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესზე დასწრება სურდა, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის სხდომაზე არ დაუშვეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close