სამართალი და კრიმინალი

“მამა გიორგის პატრიარქისთვის რაღაცის გადაცემა უნდა და მე უნდა გადავცე”

ეს არის მისი პირადული. პატრიარქისთვის რაღაცის გადაცემა უნდა და მე უნდა გადავცე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხესთან, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა განუცხადა, რომელიც ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან საპატიმროში იმყოფებოდა.

სასულიერო პირებმა, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა და არქიმანდრიტმა დავით ჭინჭარაულმა ე.წ. მატროსოვის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვეს. ჟურნალისტებთან კომენტარი დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა გააკეთა.

კითხვაზე, რა საკითხზე შედგა ბრალდებულ დეკანოზთან საუბარი, მამა კახაბერმა განაცხადა: ”ვერ გეტყვით, ეს არის მისი პირადული. პატრიარქისთვის რაღაცის გადაცემა უნდა და მე უნდა გადავცე”.

დეკანოზმა კახაბერმა უარყო, რომ ეს გზავნილი პატრიარქთან არის წერილობითი სახის. მისივე თქმით, წერილის გამოტანის უფლება მათ არა აქვთ.

”ჩვენ არაფრის გამოტანის და შეტანის უფლება არ გვაქვს მასთან. მან სიტყვიერად დაგვაბარა, ლოცვა-კურთხევა გვთხოვა უწმინდესთან. გადავცეთ, რომ ლოცვა-კურთხევა მისცეს, დალოცოს, რომ გაძლიერდეს”, – განაცხადა მამა კახაბერმა.

სასულიერო პირებმა არ დააკონკრეტეს, იყო თუ არა საუბარი შეხვედრის დროს ზიარებასა და ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით.

საპატიმროში სასულიერო პირები დაახლოებით 1 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close