მსოფლიო

მაკრონი ტრამპის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონი, ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების დატოვებასთან დაკავშირებით, აკრიტიკებს.

ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

“მე პატივს ვცემ ტრამპის გადაწყვეტილებას, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი პლანეტის წინაშე დაშვებული შეცდომაა. კლიმატის ცვლილება უკვე ცვლის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ჩვენი სამყაროსთვის ვისურვებდით”, – წერს მაკრონი.

საფრანგეთის პრეზიდენტი ყველა იმ ადამიანს, ვინც შეერთებული შტატების გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია, გაერთიანებისა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

“კლიმატთან მიმართებით გეგმა ბე არ არსებობს, რადგან არ არსებობს პლანეტა ბე”, – აცხადებს ემანუელ მაკრონი.

1 ივნისს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კლიმატის ცვლილებების შესახებ პარიზის შეთანხმებას ეთიშება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close