საზოგადოება

მაკა ჩიჩუა: იარაღი, რომელზეც არის საუბარი, სამუზეუმო ექსპონატია

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა აცხადებს, რომ მისი ძმის სახლში აღმოჩენილი იარაღი მგალობლიშვილის გარდაცვლილ მამას ეკუთვნოდა.
  ,,კარგად აღნიშნა ადვოკატმა, ის იარაღი რომელზეც არის საუბარი, ფაქტობრივად სამუზეუმო ექსპონატია. ის ააწყვეს ექსპერტიზაზე, იმიტომ რომ უვარგისია. მამამისი დაკავებამდე სამი დღის წინ გარდაიცვალა, იმ სახლიდან წამოიღო და ვერ მოასწრო გადაფორმება. ეს მისი ბრალი არის”- განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
    თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პირველი ლედის ძმას, მიხეილ მგალობლიშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ დღეს გამოაცხადა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close