რედაქტორის გვერდისაზოგადოება
მაია ასათიანი: გადაქექილია ჩემი, ნუცას მამის, ბებიის, ჩემი შვილის მეგობრების ფეისბუქ-გვერდები!

მაია ასათიანი მიმართავს ჟურნალისტებს, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში უამრავ სტატიას აქვეყნებენ მისი გარდაცვლილი ქალიშვილის, ნუცა მახვილაძის შესახებ და სთხოვს, გამოიჩინონ ადამიანობა.
„მივმართავ ყველა ინტერნეტპორტალის ჟურნალისტს, კოლეგებო! იყავით ადამიანები – ნუ გვისაფრდებით, ჩვენ, დარდისგან გაქვავებულ ჭირისუფალს! ბოლო დღეებში გადაქექილია ჩემი, ნუცას მამის, ბებიის, ჩემი შვილის მეგობრების ფეისბუქ-გვერდები! ნუ აკეთებთ კომერციულად მომგებიან მასალას ჩვენი ოჯახის ტრაგედიიდან! სირცხვილია!” – აღნიშნავს ასათიანი.
მაია ასათიანი საკუთარ განცხადებასთან ერთად აქვეყნებს იმ სტატიებს, რომლებზეც საუბარი აქვს,
წყარო: fox news.ge
კომენტარები