რედაქტორის გვერდისაზოგადოება

მათი ანაზღაურება თვეში 10 ათას ლარს აჭარბებს _ ხალხის ფულით შექმნილი ბედნიერი ცხოვრება

 თავისუფალი ზონის ჟურნალისტი ჯაბა ღლონტი საქართველოს იმ მოქალაქეების სიას აქვეყნებს, რომლებიც გაჭირვებულ ყოფაშიც თავს სამოთხეში გრძნობენ. რა თქმა უნდა, მათ მაღალი თანამდებობები უკავიათ და ეს ბედნიერი ყოფაც, ე.წ. ხალხის ყულაბის _ ბიუჯეტის ხარჯზე აქვთ მოწყობილი. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ეს ხდება მაშინ, როცა საქართველოში პენსია 180 ლარია, საარსებო მინიმუმი კი 168 ლარი.

 საპარტნიორო ფონდი

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ 2016 წლის განმავლობაში თანამდებობრივი ანაზღაურების სახით 404 250 ლარი მიიღო, რაც თვეში, საშუალოდ, 33 687 ლარის ტოლია. საპარტნიორო ფონდი სახელმწიფოს მიერ არის დაარსებული.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძემ 2016 წლის განმავლობაში 326 603 ლარი მიიღო, რაც თვეში, საშუალოდ, 27 216 ლარია. ეს ორგანიზაციაც სახელმწიფო კომპანიაა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძის 2016 წლის 6 ივლისს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მისი წლიური ანაზღაურება 255 425 ლარია, რაც თვეში, საშუალოდ, 21 285 ლარს აღწევს.

კომისიის წევრის ელისო ასანიძის წლიური ანაზღაურება, 2016 წლის 27 მაისს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 2015 წელს 187 203 ლარი იყო, რაც თვეში, საშუალოდ, 15 600 ლარია. ასანიძეს 2017 წელს შევსებული არ აქვს დეკლარაცია.

კომისიის წევრს კახა ბექაურს კომისიის თავმჯდომარეზე მეტი თანხა აქვს აღებული, 2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, მისი წლიური ანაზღაურება 242 685 ლარია, რაც თვეში, საშუალოდ, 20 223 ლარია.

კომუნიკაციების კომისიის წევრს, გიორგი ფრუიძეს, 2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, 181 206 ლარი აქვს აღებული, რაც თვეში, საშუალოდ, 15 100 ლარია.

კომისიის წევრს მერაბ ქათამაძეს, დეკლარაციის მიხედვით, 2015 წელს აღებული აქვს 168 069 ლარი, რაც თვეში 14 005 ლარია.

 საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს მამუკა ბახტაძეს, 2017 წლის 30 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში 220 474 ლარი აქვს მიღებული, რაც თვეში, საშუალოდ, 18 373 ლარია. საქართველოს რკინიგზის მფლობელი სახელმწიფოა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს, ირინა მილორავას, 2016 წლის 26 ოქტომბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 147 750 ლარი აქვს წელიწადში აღებული, რაც თვეში, საშუალოდ, 12 312 ლარია.

კომისიის თავმჯდომარეზე მეტი ანაზღაურება აქვს აღებული კომისიის რიგით წევრს, გიორგი ფანგანს. მას 2016 წელს, დეკლარაციის მიხედვით, 160 700 ლარი აქვს მიღებული, რაც თვეში, საშუალოდ, 13 391 ლარია. კომისიის წევრს, გოჩა შონიას, 2016 წლის 20 ოქტომბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 2015 წელს მიღებული აქვს 146 550 ლარი, რაც თვეში 12 212 ლარია.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორს _ დავით თვალაბეიშვილს 2016 წლის განმავლობაში 212 500 ლარი აქვს აღებული, რაც თვეში, საშუალოდ, 17 708 ლარია.

მაია მიმინოშვილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის _ მაია მიმინოშვილის წლიური ანაზღაურება, 2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, 158 177 ლარია, თვეში, საშუალოდ, 13 181 ლარი.

ელექტრო–ენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალური დირექტორის _ ვახტანგ ამბოკაძის წლიური ანაზღაურება 130 380 ლარია, რაც თვეში, საშუალოდ, 10 865 ლარს შეადგენს.

 ცხადია, სია არასრულია და კიდევ ბევრ თანამდებობის პირს აქვს ხალხის ხარჯზე მოწყობილი წარმტაცი ცხოვრება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close