საზოგადოება

“მაესტროს” თანამშრომლებს ხელშეკრულებები შეუწყვიტეს, გადაცემები დაიხურა

ტელეკომპანია  ,,მაესტროში” დიდი ცვლილებებია. ტელევიზიის თანამშრომლებს ხელშეკრულებები შეუწყდათ, გადაცემების ნაწილი დაიხურა, ნაწილი კი ტელეკომპანია ,,იმედზე” გადავიდა.

,,მაესტროს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს მერიკო კარტოზიას დაუკავშირდა.

მერიკო კარტოზიამ დაადასტურა, რომ თანამშრომლების ნაწილს ხელშეკრულებები შეუწყვიტეს, ნაწილს კი მომავალში შეუყდებათ. ასევე დადასტურებული ინფორმაციაა, რომ ,,მაესტროს” გენერალურ დირექტორს ზურაბ ნაყეურს 15 მაისს ხელშეკრულება უწყდება.

,,პროდაქშენის წარმოება 15 აპრილიდან შეწყდა და ეს დირექტივები მოდის ჰოლდინგ ,,იმედიდან”, – განუმარტა ,,პრაიმტაიმს” მერიკო კარტოზიამ.

მისი თქმით, არხზე დაიხურა  გადაცემები: ,,დილა მაესტროზე”, ,,მაესტროს ექსკლუზივი”, ვაკაჭი ნიუსი”, ,,ქვიშის ზღაპარი”და ,,ბიზნესკონტაქტი”. საუბარია, რომ ბიზნესკონტაქტი ,,იმედზე” გამოჩნდება, კონკრეტუალდ ,,იმედის დილაში”, თუმცა რა ფორმატით ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება გადაცემებს: ,,დამზადებულია საქართველოში” და ,,სელფი მაესტრო” ტელეკომპანია ,,იმედზე” გადადის.

არ დახურულა გადაცემები, როგორიცაა ,,ცეცხლის ხაზი”, ოლგა ბაბლუანის საავტორო გადაცემა ,,რა დროს ძილია”.

ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მაუწყებლობას მაესტროს კონტაქტიც, თუმცა მერიკო კარტოზას თქმით, საინფორმაციო მიმართულებითაც ცვლილებები მიმდინარეობს.

უკვე ცნობილია, რომ ,,მაესტროს” 24-საათიან საინფორმაციო მაუწყებლობაზე გადასვლა სურს და ცვლილებებიც, სავარაუდოდ, ამ მიზანს ემსახურება. ჩვენ დეტალების გასარკვევად ,,მაესტროზე” ნიუსის პროექტის ავტორს ეკა ფირცხალავას დავუკავშირდით. მან დეტალებზე საუბარი არ ისურვა და აღნიშნა, რომ საზოგადოება უახლოეს მომავალში აუცილებლად გაიგებს იმ ცვლილებების შესახებ, რაც მაესტროზე განხორციელდება.

წყარო:PrimeTime

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close