,,დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაციათა წარმომადგენლებს, რომლებიც განსაკუთრებული მონდომებით, გამორჩეული ზიზღის, აგრესიის და უტაქტობის ფონზე ახორციელებენ ადვოკატ ქალზე თავდასხმას, ცდილობენ მის დისკრედიტაციას და ხელს უშლიან პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში 🙂 ერთი მათ დამფინანსებლებს (დონორ ორგანიზაციებს) უნდა გავუგზავნო ერთობ მრავალფეროვანი კომენტარები და საინტერესოა, რა მოხდება👌

p.s. როგორც ყოველთვის, ყველა დროს, მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემი კლიენტის ინტერესების დასაცავად და სიმართლეს აუცილებლად გამოვააშკარავებ, გთხოვთ, მომიტევეთ”_ წერს ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიტა კუბლაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს წევრს, ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ ბრალი წაუყენა სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში.

კომენტარები
Загрузка...