რედაქტორის გვერდისაზოგადოება

,,ლუჟკოვის განცხადება საქართველოს ხელისუფლებამ რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვოს”

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ლუჟკოვის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ,,გამოწვევა” საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვოს.

გია თევზაძე:

_ მოსკოვის ყოფილმა მერმა, იური ლუჟკოვმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ,,საქართველოსათვის უმჯობესი იქნება, თუ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ჩამოიშორებს. რუსეთისა და საქართველოს ლიდერებმა მომავალ ურთიერთობაზე უნდა იფიქრონო“. ლუჟკოვის მიერ ასეთი სახის განცხადება დასაგმობი და სამარცხვინოა. მას  საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს.

ჩვენს  ხელისუფლებას არ უნდა უნდოდეს ოკუპანტის არცერთი თეთრი, მისი ინვესტიცია და ა.შ. შესაბამის სტრუქტურებს მოვუწოდებ, რეაგირება მოახდინონ ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევის მიმართ. ეს გახლავთ ხელისუფლების თავმოყვარეობის საკითხი. ამასთანავე, ეს იქნება ერთგვარი ტესტი საქართველოს ხელისუფლებისათვის. ახლა გაირკვევა, რომელს ანიჭებენ უპირატესობას _ ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია უბრალოდ თავმოყვარეობასთან, თუ ოკუპანტის მიერ გამოგზავნილ ფულს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close