საინტერესო

ლუდი – სილამაზის ჯადოსნური რეცეპტი

უცნაურია, მაგრამ ალკოჰოლური სასმელი, ლუდი სხვათაშორის თმისთვის ძალიან ბევრ  მნიშვნელოვან ნივთიერებას შეიცავს. ლუდის ნაირსახეობათა უმრავლესობა სვიისა და ქერის ნარევისგან მზადდება, რაც სინამდვილეში უდიდესი რაოდენობით B ვიტამინსა და პროტეინს შეიცავს. რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი არ არის ლუდით თავის ხშირი ბანვა, თუმცა შესაძლებელია დაბანის პროცესში მისი გადავლება, რაც დაგეხმარებათ თმის ძირების გამაგრებაში,დაზიანებული სტრუქტურისა და ბზინვარების აღდგენაში. ერთი სიტყვით, თუ გაქვთ სადმე გადანახული ერთი ბოთლი ლუდი, თავისუფლად შეგიძლიათ გამოიღოთ და გაამზადოთ. შამპუნის გამოყენების შემდეგ დაისხით ლუდი თმაზე, დაიმასაჟეთ თავი და გაიჩერეთ 1-3 წუთამდე, ჩამოიბანეთ და გააგრძელეთ ბანაობა. სხვათაშორის თმის ზოგიერთი შამპუნი სწორედ ლუდს შეიცავს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close