საზოგადოება
,,ლუგარგეიტი” ივანიშვილის და კრემლის მიერ ერთობლივად აგორებული პროვოკაციაა”
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:
_ ვიცოდით, რომ ,,ლუგარგეიტი” ივანიშვილის და კრემლის მიერ ერთობლივად აგორებული პროვოკაციაა, მაგრამ ეს პირდაპირ დაადასტურა ამ წუთას ირაკლი კობახიძემაც და აღნიშნა, რომ ამ ლაბორატორიის რუსებიდან შემოწმება შეიძლება მხოლოდ ამერიკელების თანხმობით. ანუ პირდაპირ დაუდასტურეს პუტინის ბოდვები ამერიკის გამსაკუთრებული დაინტერესებისა და უფრო მეტის შესახებ ამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ დაწესებულებაზე.