,,ლევანმა და გიამ ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ დაზოგეს სამშობლოსთვის”
,,როგორ გიბრუნდებათ ენა. ლევანმა და გიამ ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ დაზოგეს სამშობლოსთვის და იმ საშინელი რეჟიმის დამარცხებისთვის. რატომ არ უნდა დაეფინანსებინათ? მითუმეტეს, ჯანმრთელობა სწორედ რომ ქვეყნისთვის ბრძოლაში შეერყათ და საერთოდ ეს ნაცები როგორ ბედავენ ხმის ამოღებას? კი არ დაგვვიწყებია რა მილიონებს ხარჯვდნენ თავიანთი ცოლების და მომხრეების საგრიალოდ. მარტო უგულავას ცოლის მშობიარობა გაიხსენეთ ევროპაში მთელი ხროვა რომ გაემგზავრა. მართლაც როგორ იღებთ ხმას ლევანიზე და გიაზე. ერთი ის, რომ ხვთის წყალობით ცოცხლები გადარჩნენ თორემ, დანარჩენი ყველაფერი დამართეს სააკაშვილის მკვლელებმა” _ ცხადებს ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ ბიზნესმენი ლევან გაჩეჩილაძე უცხოეთში სამკურნალოდ 30 000 ლარით დააფინანსა. შესაბამისი დოკუმენტი ერთიანმა ნაციონალირმა მოძრაობამ გამოაქვეყნა.
დოკუმენტის მიხედვით, თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრძანებას 2017 წლის 13 დეკემბერს მოაწერა ხელი:
“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან, ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით, გამოეყოს 10 000 ევროს ეკვივალენტი თანხა ეროვნულ ვალუტაში”.
პირველად ამის შესახებ რუსთავი 2-მა მოამზადა მასალა და მასთან საუბრისას თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამსახურის პრეროგატივა არ არის კონკრეტული ადამიანების სოციალური პირობების შესწავლა.
მისი თქმით, ეს არა მიზნობრივი პროგრამა, არამედ ფინანსური ტვირთის შემსუბუქების პროგრამაა.
“ყიველთვის იქნება ქეისები, რომლებსაც ეთქვათ უარი, მაგრამ ყოველთვის იქნება ძირითადი ნაწილი დაკმაყოფილებული. რატომ? პირველი, იმიტომ რომ ეს მიბმულია საბიუჯეტო ნაწილზე. მეორე, ჩვენ არ ვარჩევთ ადამიანებს გვარებისა და სახელების მიხედვით”, – განაცხადა ჩივიაშვილმა.