რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ლოცვითი აქცია სახალხო დამცველის ოფისთან

სახალხო დამცველის ოფისთან, უჩა ნანუაშვილის წინააღმდეგ „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრებმა სასულიერო და საერო პირებმა საპროტესტო, ლოცვითი აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ სახალხო დამცველი თავისი განცხადებებით ანტისახელმწიფოებრივი ცნობიერების მატარებელია, მართლმადიდებლობის, ტრადიციების მოძულე და რელიგიური შუღლის გაღვივებას უწყობს ხელს.
„სახალხო „დამცველი“ უჩა ნანუაშვილი ხმას არ იღებს, როდესაც რამდენიმე დღის წინ, ბათუმში თურქეთის წარმომადგენელი უპატიოდ მოეპყრო მართლმადიდებლურ ტაძარს, დაანგრია გალავანი, რომელიც ეკლესიის გალავანსაც წარმოადგენდა. სამაგიეროდ, თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ საჯარო სკოლებში რელიგიური უმცირესობები ხშირად დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი ხდებიან, რადგან მოსწავლეები ორგანიზებულად დაჰყავთ მართლმადიდებლურ ტაძრებში და ხდება მათი დალოცვა. სახალხო დამცველი აპირებს რეკომენდაციით მიმართოს ხელისუფლებას, რათა ტაძრებში მოსწავლეების ექსკურსიები აიკრძალოს“, – აცხადებენ „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირში“.
აქციის მონაწილეებმა სახალხო დამცველის ოფისთან პარაკლისი გადაიხადეს და ღმერთს შესთხოვეს, “უჩა ნანუაშვილს” გონება გაუნათოს.

წყარო: კვირა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close