მსოფლიო

ლონდონის ტერაქტის ორი მონიაწილის ვინაობა ცნობილია

ლონდონის პოლიციამ სამი ტერორისტიდან ორის ვინაობა დაასახელა. საუბარია ლონდონის ტერაქტზე, რომელიც დედაქალაქში 3 ივნისს მოხდა. სკოტლანდ-იარდის ინფორმაციით ეს 27 წლის ჰურამ შაზად ბათი და 30 წლის რაშიდ რედუანია. ორივე მათგანი ლონდონის აღმოსავლეთ რაიონში, ბარკინგში ცხოვრობდა.

სამივე თავდამსხმელი პოლიციის მიერ ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული. მესამე ტერორისტის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფომრაციის მიხედვით, ბათი წარმოშობით პაკისტანიდან იყო და ბრიტანეთის პასპორტი ჰქონდა. რედუანის წარმომავლობა ჯერჯერობით უცნობია. თავად იგი საკუთარ თავს მაროკოელსა და ლიბიელს უწოდებდა, აგრეთვე იყენებდა დაბადების სხვადასხვა თარიღებსა და სახელებს.

ბათი კომპანია Auriga-ში მუშაობდა, ხოლო 2016 წლის ოქტომბრამდე, ექვსი თვის განმავლობაში ლონდონის მეტროპოლიტენის კლიენტთა მომსახურების დაცვა იყო.

“ჰურამ შაზად ბათი პოლიციისთვის ცნობილი იყო. თუმცა არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული თავდასხმა მზადდებოდა, არ არსებობდა. მეორე თავდამსხმელი რაშიდ რედუანი სპეცსამსახურებისთვის აქამდე ცნობილი არ ყოფილა”, – აღნიშნულია სკოტლანდ-იარდის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close