მსოფლიო

ლონდონის ტერაქტის მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა

ლონდონის ცენტრში მომხდარი ტერაქტის შედეგად ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა. რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც უმნიშვნელო დაზიანებები მიიღეს, დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ლონდონის სასწრაფო დახმარების ცენტრი ავრცელებს.

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 30 დაშავებულის შესახებ. დაშავებულთა დასახმარებლად 80-ზე მეტი ექიმი იქნა გაგზავნილი.

შეგახსენებთ, რომ კვირას ღამით ლონდონის ხიდზე სამი თავდამსხმელი მიკროავტობუსით ფეხით მოსიარულეებში შევარდნენ, შემდეგ ისინი “ბორო ბაზრობამდე” მივიდნენ, სადაც მიატოვეს მიკროავტობუსი და გამვლელებს თავს დანით დაესხნენ. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულია ექვსი ადამიანი. თავდამსხმელები პოლიციამ ადგილზევე გაანეიტრალა.

IPRESS

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close