მსოფლიო

ლონდონის მერი: იყავით მშვიდად და ფრთხილად!

ლონდონის მერი სადიქ ხანი მოსახლოებას მოუწოდებს იყვნენ მშვიდად და ფრთხილად და დაუბრუნდნენ ჩვეული ცხოვრების რიტმს.

ლონდონის მერმა ქალაქის  პოლიციას და სასწრფო სამედიცინო დახმარების სამსახურს სწრაფი რეაგირებისათვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, ბრიტანეთში საფრთხის დონე რჩება მაღალი, რომელიც მანჩესტერის ტერაქტის შემდეგ მოკლე დროშ კრიტიკულად გაიზარდა.

“ჩვენ მათ არასდროს მიცემთ გამარჯვების საშუალებას. მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველამ გავაკეთოთ რაც შეგვიძლია”,-განაცხადა სადიქ ხანმა.

წუხელ ლონდონში მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად, ბოლო მონაცემებით დაღუპულია 6 და დაშავებულია 48 ადამიანი. ლონდონის პოლიციამ კი 3 თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინა.

ტერორისტული თავდასხმები ლონდონის ხიდსა და ბორო მარკეტის რაიონში წუხელ მოხდა. ლონდონის ხიდზე სრაფად მიმავალი ფურგონი ხალხში შევარდა.

ლონდონში წუხელ მესამე ინციდენტი ვოქსჰოლის მახლობლად მოხდა, თუმცა ეს უკანასკნელი ტერორისტულ აქტად არ შეფასდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close