მსოფლიო

ლონდონის დამწვარ კორპუსში გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ლონდონში 24 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა მაჩვენებელი 12-მდე გაიზარდა. მეხანძრეები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ, რადგან დაკარგულთა მაჩვენებელი დაღუპულთა რიცხვს აღემატება.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია BBC ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, საავდმყოფოში 24 ადამიანი იმყოფება, მთგან 18 დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
ლონდონში 24 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ოჯახში მაცივრის აფეთქება გახდა.
ხანძარი ლონდონის ცენტრში მდებარე 24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში დღეს გამთენიისას გაჩნდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close