ლუკა კურტანიძე შეყვარებულია
„ნეტა, ბევრი კაცი იყოს ლუკასნაირი“ - ვინ არის ცნობილი სპორტსმენის რჩეული
მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ლუკა კურტანიძე შეყვარებულია. მისი რჩეული ფიტნეს-ტრენერი სოფია ფიტი, იგივე სოფია მეფარიშვილია. ამის შესახებ ინფორმაცია ამბები-ჯი-მ მოიპოვა და სოფიასთან ინტერვიუც ჩაწერა.
.
-სოფია, მართალია, რომ ლუკა კურტანიძე თქვენზე შეყვარებულია?
– დიახ, ჩემზე უზომოდ არის ლუკა შეყვარებული და მეც ძალიან მიყვარს ლუკა კურტანიძე. ბედნიერები ვართ. თქვენთვის მეტი არაფრის თქვა არ შემიძლია. დიდი ბოდიშით და სიყვარულით სოფია ფიტი.
– სოფია, თქვენ ფიტნეს ტრენერი ხართ?
– დიახ, არაერთი მედლის მფლობელი და საერთაშორისო ტრენერი გახლავართ.
ასაკობრივი სხვაობის გამო ხომ არ შეგქმნიათ პრობლემა, უგებთ ერთმანეთს?
– არანაირი, ყველაფერში მეხმარება გვერდში მიდგას. ნეტა ბევრი კაცი იყოს ლუკასნაირი.
…
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ლუკა კურტანიძე პოლიტიკური პროცესებისგან შორს იჭერდა თავს. 2023 წელს სოციალურ ქსელში წერდა, რომ თვეების მანძილზე ბორჯომის მონასტერში იმყოფებოდა.