მსოფლიო

ლიპოსაქციის შედეგად 22 წლის მოდელი გარდაიცვალა

აზერბაიჯანელი მოდელი, 22 წლის ლეილა ლიპოსაქციის შემდეგ ბაქოს კლინიკაში „Zəfəran Hospital“ გარდაიცვალა. პაციენტს ოპერაცია 23 ივნისს გაუკეთეს, 25 ივნისს ის გარდაიცვალა.

გამოცემა „კავკაზინფოს“ ცნობით, ახალგაზრდა ქალს მშობლები არ გაუფრთხილებია, რომ ოპერაციის გაკეთებას აპირებდა. ქირურგიული მანიპულაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე თავის მეგობარს დაურეკა და სთხოვა მასთან კლინიკაში მისვლა.
პაციენტის გარდაცვალების მიზეზად რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ერთ–ერთი დასკვნის თანახმად, ლეილა თირკმელების უკმარისობას უჩიოდა, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. 22 წლის მოდელის მშობლები შვილის გარდაცვალებდაში ექიმებს ადანაშაულებენ.

 პირველი
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close