საზოგადოება

,,ლიბერტარიანელები საქართველოშიც შეეცდებიან ამერიკული კამპანიის გადმოტანას” _ რას ელოდებიან 20 ივნისს

თედო ისაკაძე, პოლიტიკოსი, სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე:

_ ,,აშშ-ში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით გამოვაქვეყნე პოსტი, რომ მსოფლიოში შეინიშნება მემარჯვენე ძალების გააქტიურება ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე განხორციელებული ლიბერალისტების აგრესიული პოლიტიკის საპირისპიროდ (23 დეკემბერი, 2019).

არ დააყოვნა ლიბერტარიანელების საპასუხო რეაქციამაც.
ის, რაც ამ დღეებში ხდება აშშ-ში, არის ლიბერალების რევანშისტული პროექტი, რომელიც პირველ რიგში ტრამპის წინააღმდეგ არის მიმართული.

ისიც თვალში საცემია რომ ცეცხლზე ნავთის დასხმით არის დაკავებული რუსეთიც. „ანალიტიკურ“ თოკ-შოუებს თავი დავანებოთ, და საკმარისია გადავხედოთ რუსული კინო არხების აფიშას – „მკვლელობის დროა“, შავი პანტერა“ „გათავისუფლებული ჯანგო“… ეს და სხვა ფილმები, რომლებიც ფაქტიურად ამართლებენ შავკანიანების აგრესიულ ქცევებს თეთრკანიანების წინააღმდეგ, პერმანენტულად გადის რუსული ტელევიზიებით.

რასობრივი სეგრეგაციის კუთხით ყველაფერი რიგზე რომ არაა ზოგიერთ ქვეყანაში, ფაქტია, მაგრამ პროტესტის ამგვარი რადიკალიზაცია არის კი პრობლემის მოგვარების ეფექტური გზა? ხომ არ გამოიწვევს იგი ასეთივე შინაარსის და ფორმის უკურეაქციას?

სამწუხაროდ, ამერიკის პოლიციის საქმიანობის ისტორია, ეჭვმიტანილის, მათ შორის ფერადკანიანის, დაკავებისას ლეტალური შემთხვევის უამრავ მაგალითს იცნობს, მაგრამ რატომ გახდა მაინცდამაინც ეს უკანასკნელი ინციდენტი ასეთი აგრესიული აქციების საბაბი?

ეხლა არ შევალ კამათში ეს არეულობები პროვოცირებულია თუ სპონტანურად წარმოშობილი, მაგრამ ფაქტია პროცესები უკვე მართულია და სენატის კარს მომდგარი შუალედური არჩევნების დამღა ადევს. ამ ფორმაციის სენატი განსაზღვრავს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.

ვიდეოში, რომელშიც ასახულია კამპანია „აკოცე შავს ფეხზე“-ის კადრები, ამ მხრივ, ნიშანდობლივია ბოლო ეპიზოდი, როცა „black lives matter“-ის აქტივისტი აჩოქებს გამვლელ თეთრკანიან ქალს, ახდევინებს ბოდიშს და ეკითხება მომხრეა თუ არა თეთრი სახლის ოფისში მჯდარი კლოუნის დონალდ დაკისა (იგულისხმება ცნობილი ანიმაციური ფილმის უარყოფითი პერსონაჟი, რომლის სახელიც, თავის მხრივ, ნასესხებია ჩარლზ დიკენსის მოთხრობიდან „საშობაო ზღაპარი“), რაზეც დაჩოქილი ქალი შეშინებული პასუხობს რომ არა.

ლიბერტარიანელებისათვის, ახლა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბოლო წლებში, ამერიკისა და ევროპის მოსახლეობაში მომძლავრებული კონსერვატიული მსოფლმხედველობის განეიტრალება.

ადვილი გასათვლელია, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში საკმაო მაგალითებია იმის სავარაუდოდ, რო ეს სექტა ყველაფერზეა წამსვლელი, პოლიტ და მედია ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენებით დაწყებული, პოლიტიკურად მოტივირებული შეკვეთილი მკვლელობებით დამთავრებული.

ქართული ლიბერალიზმი ათეისტურია თავისი ბუნებით და შესაბამისად თავისუფალია სინდისისაგან. ამიტომ არის იგი მძლავრი და საშიში ძალა.

ყურადღებით ვიყოთ მეგობრებო!

Related Articles

Back to top button
Close