საზოგადოება

ლექსო კობაიძე: ჩემი მიმართვა ოპოზიციურმა პარტიებმა უყურადღებოდ დატოვეს

,, ჩემი მიმართვა ოპოზიციურმა პარტიებმა ტელეკომპანია “მეორე არხის” დასაცავად უყურადღებოდ დატოვეს, რაც შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მათ საკუთარი პარტიისა და ამომრჩევლის ბედი არ ანაღვლებთ,” – ამის შესახებ ,,ხალხის პარტიის” ლიდერმა ალექსანდრე კობაიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობაიძის განცხადებით არასაპარლამენტო პარტიებს შერჩევითობის პოლიტიკა აქვს არჩეული, რაც დამღუპველია თითოეული მათგანისთვის.

,,რამოდენიმე დღის წინ მივმართეთ ოპოზიციურ პარტიებს ,,მეორე არხის” დახურვასთან დაკავშირებით, რათა ერთობლივად გაგვეპროტესტებიანა აღნიშნული ფაქტი, მოგვეძებნა გამოსავალი და ერთად დაგვეცვა სიტყვის თავისუფლება. თუმცა არც ერთმა პარტიის წევრმა არ გამოიჩინა ყურადღება და მეტიც, უბრალოდ უპასუხოდ დატოვეს პრობლემა, რომელიც, როგორც ჩემთვის, ასევე მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

რატომ ვართ ჩუმად, თუ ვეხმარებით და ვიცავთ რუსთავი2-ს, პირველი არხის “სიტყვის თავისუფლებას. მაშინ რა დააშავა “მეორე არხმა” რატომ გვაქვს გამორჩევითი პოლიტიკა, რატომ მივდივართ ერთის დასაცავად, მაგრამ მეორე იგივე პრობლემაზე სახლებში ვიყუჟებით?! ჟურნალისტები ყოველთვის დგანან პოლიტიკოსების სადარაჯოზე, როგორც კარგად, ისე ცუდად, თუმცა მათ გარეშე ჩვენი მოღვაწეობა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე მრჩება შთაბეჭდილება, რომ დღევანდელ ოპოზიციურ პარტიებს არ ანაღვლებთ ჩვენი ამომრჩევლის ბედი, რომელიც ლობისტების გარეშე ამ ტელევიზიის მეშვეობით შეუზღუდავად ღებულობდნენ ჩვენს ინფორმაციებს. გვაძლევდნენ საშუალებას მხარდამჭერებთან სიტყვა ბოლომდე მიგვეტანა. ამიტომ დღეს არა პოლიტიკოსებს, არამედ საზოგადოებას და თავად ჟურნალისტებს მივმართავ, დავგმოთ უსამართლობა და ავიმაღლოთ ხმა სანამ გვიანი არ არის. ეს პრობლემა არ ეხება მხოლოდ “მეორე არხს” და ამ არხის ჟურნალისტებს, მსგავსი პრობლემის წინაშე ტელეკომპანია “მაესტროც” დგას. ჟურნალისტები ყოველ წამს ელოდებიან მაესტროს შენობიდან “იმედის” შენობაში გადასვლას, თუმცა გადავა თუ არა უკლებლივ ყველა ჟურნალისტი, არავინ იცის. ამიტომ გთავაზობთ დავსხდეთ და შევიმუშაოთ გეგმა, რომელიც არამხოლოდ მედიას გადაარჩენს, არამედ ჩვენს ქვეყანას, რომელიც ჩუმი და შეპარული ბრძოლებით უამრავ დარტყმას იღებს ხელისუფელებისგან,”- აღნიშნავს კობაიძე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close