,,ხალხის პარტიის” თავმჯდომარემ, ალექსანდრე კობაიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლების მხრიდან პარტიების ბლოკების გაუქმებაზე და NDI- ს კვლვებეზე ისაუბრა.
 კობაიძის განცხადებით ხელისუფლება ხავსს ეჭიდება და ეს ფილარმონიაში საზოგადოებასთან შეხვედრამაც დაამტკიცა. მისივე თქმით, მათ მხარდამჭერები დაკარგენ და ეშინიათ, ხელისუფლებაში ყოფნის ფუფუნების დაკარგვის.
 ,,სამწუხაროდ, ხელისუფლება საარჩევნო ბლოკების გაუქმებას გეგმავს, ხოლო კითხვაზე, თუ რის საფუძველზე ან რა მოტივით ცდილობენ დაუბლოკონ პარტიებს არსებობა, პასუხი ერთი აქვთ, პოლიტიკური პარტიების გაძლიერება, რადგან ყველა დემოკრატიკულ ქვეყნებში ასე ხდება და თურმე, წლების განმავლობაში ბლოკები ქვეყანაში ხელს უშლიდა პარტიული სისტემის ჩამოყალიბებას.
   ფაქტი ერთია, დღევანდელი ხელისუფლება გადარჩენისთვის იბრძვის და ეს გუშინ ფილარმონიაში შეკრებილმა საზოგადოებამაც ნათლად დაგვანახა, მათ დაკარგეს მხარდამჭერები და შესაბამისად, სხვა გზა აღარ რჩებათ გარდა ერთისა, პარტიებს ყველა გზა უნდა მოუჭრან, რათა ისევ არ მოხდეს კოალიციური პარტიების გამარჯვება, თუმცა ,,ქართულ ოცნებას” მინდა შევახსენო 2012 წელს რა სისტემით მოვიდნენ ხელისუფლებაში და რის საფუძველზე გაიმარჯვა იმ 0%-მა პარტიებმა, რომლებიც ოთხი წელი და ზოგიც დღემდე ხელისუფლებაში ზის.
   ხომ არ დაგავიწყდათ, ამ ბლოკურმა სისტემამ გაგაერთიანათ 5 პარტია და დღემდე ჯიჯგნით ჩვენ ქვეყანას, ეხლა კი ქვეყნის კონსტიტუციის ჩეხვა გაქვთ გადაწყვეტილი. თქვენ კი რას აპირებთ, დაბალ რეიტინგიან პარტიებს კუთვნილ ხმებს წაართმევთ და საკუთარ რეიტინგს გაზრდით? ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია და ეს, საბედნიეროდ, გუშინ ყველამ ვნახეთ – ნდობა დაკარგული ხელისუფლება როგორ ეჭიდება ხავსს.
   თქვენ გეშინიათ კონკურენტუნარიანი და კრიტიკული პარტიების. ცდილობთ, გაექცეთ პასუხისმგებლობებს, გაექცეთ იმ უმოქმედობას, რომელსაც წლებია ვუყურებთ. თქვენ გაშინებთ ის ფაქტი, რომ შეიძლება ვერ გაუძლოთ ძლიერი პარტიების სამართლიან კრიტიკას და დაკარგოთ უკვე დაკარგული ხალხის ნდობა, შემდეგ კი ხელისუფლებაში ყოფნის ფუფუნება. ეს არის ბლოკების გაუქმების მთავარი მიზანი. უბრალოდ, სადავეები გამოგეცალათ ხელიდან. მოგიწოდებთ, ნუ გვიზღუდავთ უფლებებს და ნუ ცდილობთ, ჩაახშოთ კრიტიკული აზრი. გადაყვებით ამ ყოველივეს,”- განაცხადა ,,ხალხის პარტიის” თავმჯდომარემ, ალექსანდრე კობაიძემ.

კომენტარები
Загрузка...