რედაქტორის გვერდისამართალი და კრიმინალი

ლელა კილაძე: ვიმედოვნებ, რომ გუკა გამართლდება

გურამ რჩეულიშვილის მეუღლე იმედოვნებს, რომ მისი ქმარი საბოლოო ჯამში გამართლდება. გლდანის #8 დაწესებულებასთან რჩეულიშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები არიან შეკრებილი. კილაძის თქმით, რომ გურამ რჩეულიშვილს ცრუ ბრალდება აქვს წაყენებული.

“9 თვიანი ვადა 12 აპრილს გადიოდა. პროცესები გრძელდება. პროკურორების საქმეა ის, რომ იმედი აქვთ გამამტყუნებელი განაჩენის, მე ვიმედოვნებ, რომ გუკა გამართლდება. მას აბსოლუტურად ცრუ ბრალდება აქვს წაყენებული”, – განაცხადა ლელა კილაძემ.

სასამართლომ გურამ რჩეულიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, „ცენტრ პოინტის“ საქმის „ბათუმის მაგნოლიას“ ეპიზოდზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

გურამ რჩეულიშვილს ასევე დაევალა, ჩააბაროს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close