,,დღეს, 15 ივნისს, გარდაბნის გამგებელს გოჩა ჯამარულს გუბერნატორთან ვუჩივლე. ვიცი, რომ არჩეული გამგებელი, მით უმეტეს, კახი კალაძის ხელდასმული, ხელშეუხებელია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ მან და მისნაირებმა თავი ფეოდალებად არ იგრძნონ.

საქმე იმაშია, რომ ჯამარაულმა 1 წლის განმავლობაში ვერ გამოინახა 8 ათასი ლარი ერთ-ერთი მოქალაქისთვის პრობლემის მოსახსნელად. კერძოდ, ჭაობის გასაწოვი არხის გასაკეთებლად, რომ ბავშვები მაინც არ დადგნენ მწერებისა და ქვეწარმავლების დაკბენის საფრთხის ქვეშ.

ვთვლი, რომ ბატონი ჯამარულის ამ საქციელში ჩემდამი, როგორც ოპოზიცინერისადმი, შურისძიება იკითხება. როცა მან გამგებლად კენჭისყრა გადაწყვიტა, ვთქვი, რომ პოლიტიკაში სპორტსმენებმა ვერ გაამართლეს და რა ძალი ადგას თქო? თუ ასე არ არის, მაშინ აბსოლიტურად ამოუხსნელია მისი საქციელი ჩემს არაერთ მიმართვაზე (ყველა იერარქიაზე) ჯერ დაპირება და შემდეგ არშესრულება, იმ არგუმენტით, რომ 8 ათასი ლარი ბიუჯეტში ვერ გამოინახა ( პრემიებისთვის ხომ ინახება).

გუბერნატორამდე, საკრებულოს სხდომაზე გავაკეთე განცხადება და მივმართე გამგებელ ჯამარაულს: რადგან 8 ათასი ლარი რამდენიმემილიონიან ბიუჯეტში ვერ მოიძებნა, მე უარს ვამბობ ჩემს ერთი თვის ანაზღაურებაზე და გარდაბნის გამგებელმა და მისმა მოადგილეებმაც უარი თქვან ერთ პრემიაზე და ამ თანხით გაკეთდეს ის არხი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილების ოჯახი 1 წელი ელოდება” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი.

კომენტარები