საზოგადოება

ლევან კობიაშვილის განცხადება ილია ტუღუშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

6 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია ქართველი მსაჯის – ილია ტუღუშის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ილია ტუღუში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსაჯობდა საქართველოს ჩემპიონატის ასაკობრივ პირველობებსა და სხვადასხვა ლიგებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სფფ-ს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც პირველი არხი უცვლელად გთავაზობთ:

”მოგესალმებით,

მინდა გამოვეხმაურო ჩვენთვის ძალიან მძიმე შემთხვევას და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი მსაჯის – ილია ტუღუშის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საფეხბურთო სამყაროს.

ამასთან, მინდა, ვთხოვო მედიის წარმომადგენლებს, რომ ინფორმაციის გავრცელებისას მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ და ნუ შეიყვანენ შეცდომაში საზოგადოებას. კერძოდ, ვგულისხმობ, გავრცელებულ უსაფუძვლო ინფორმაციას, თითქოს ილია ტუღუში მსაჯობდა 3 დეკემბრის საპლეიოფო მატჩს – ლანჩხუთის გურიასა და თელავს შორის. ილია ტუღუში არ ყოფილა არანაირად დაკავშირებული ამ მატჩთან, მეტიც, მას არ უმსაჯია ეროვნული ლიგის არცერთი მატჩი, ასევე არც ეროვნული ლიგა 2-ისა და ლიგა 3- ის მატჩები, ის მსაჯობდა ახალგაზრდულ პირველობებსა და რეგიონულ გათამაშებას.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დასახელებული სამი პირიდან არცერთი არ არის და არც ყოფილა ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი.

და ბოლოს, მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩვენი, ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია – ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და ვიმედოვნებ, რომ შესაბამისი უწყებები უმოკლეს ვადაში დაადგენენ სიმართლეს.”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close