პოლიტიკა

ლაშა ჩხარტიშვილი: ივანიშვილი ცდილობს, ჩვენივე ფულით მოიგოს არჩევნები და წარგვართვას მომავალი

საარჩევნო ადმინისტრაციის დაფინანსება 43 მლნ-მდე გაიზარდა ,,ივანიშვილი ჩვენივე ფულით გვართმევს ჩვენს მომავალს“ ეს განცხადება ბრიფინგზე პრეზიდენტობის კანდიდატ შალვა ნათელაშვილის საზოგადოებრივი დარბაზის სპიკერმა, საარჩევნო უწყებათაშორისი კომისიის წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა გააკეთა.

ლაშა ჩხარტიშვილი:

,,ივანიშვილის უტიფარ ხელისუფლებას იმდენად გაუჭირდა, რომ კიდევ უფრო გაზარდა საარჩევნო ადმინისტრაციის ისედაც არაადექვატურად მაღალი დაფინანსება. ამით ის ცდილობს, ჩვენივე ფულით მოიგოს არჩევნები და წარგვართვას მომავალი, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის შემთხვევაში, ეს მილიონებიც არ ეყოფა ივანიშვილის მონა-მორჩილი კანდიდატის გამარჯვებას. ის, რომ ზემოთ ხსენებული მილიონები, კერძოდ კი 43 მლნ ლარი არაადეკვატურად მაღალია და ძირითადად, ოცნების არაოფიციალური კანდიდატის აგიტატორებისა და გამყალებებლების არმიის დაფინანსებისთვისაა განკუთვნილი, მტკიცდება შემდეგით:

1. წლის დაასწყისშიც კი ხელისუფლებამ პრეზიდენტის არჩევნებისთვის იმაზე თანხა გამოყო, ვიდრე შარშანდელი თვითმართველობის ასარჩევად. ეს მაშინ, როცა რეალურად, გასული წლის საარჩევნო პროცესს საშუალოდ სამჯერ მეტი შრომა სჭირდებოდა, სხვა თუ არაფერი, სამი ბიულეტენით ხდებოდა ხმის მიცემა, დათვლა და შედეგების დამუშავება.

2. მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად, საუბნო საარჩევნო კომისიის პერსონალის დაფინანსებაზე ორჯერ მეტია ე.წ. დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯები, რასაც არანაირი ახსნა არ გააჩნია რადგან კომისია ისედაც 13 წევრტაა დაკომპლექტებული და მათი შრომითი რესურსი იესედაც საჭიროზე მეტია. შესაბამისაც ხსენებული დამხმარე პესონალი ძირითადად აგიტატორებისა და გამყალბელბისგან შედგება, რომელთა დახმარებითაც ივანიშვილს უნდა ჩვენი ფულით აარჩევინოს მისი და არა ქვეყნის და ხალხის და ერთგული პრეზიდენტი. ბოლოს მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო რომ ვერანაირი საშუალებები ვერ უშველის ივანიშვილის ავტორიტარულ რეჟიმს, თუ ამომრჩველთა დიდი უმრავლეოსობა მივა არჩევნებზე. რაღა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ყველა ზომას მივმართავათ, ე.წ. ქართული ოცნების ხელისუფლების ჩანაფიქრის გამოსააშკარავებლად, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აღნიშნული უტიფარი მიდგომის ლუსტრაციისთვის, მაგრამ საბოლოო სიტყვა მაიანც ქართველ ხალხზე, საზოგადოების და სამოქაალქოს პასუხისმგებლობაზეა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close