ლადო სადღობელაშვილი: დავით აღმაშენებლის ძეგლი ბათუმში მაინც დაიდგმება!
,,ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !!!
16 მარტს პარასკევს “ქართული მარში” ბათუმელებთან ერთად ბათუმის საკრებულოს ეწვევა!
– საკრებულო უარს იძახის დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმაზე. აღმაშენებლის ძეგლი ბათუმში მაინც დაიდგმება!!!
რაც მთავარია, “ქართული მარშის” ბათუმელი წევრები მზად არიან, ქუთაისის ქუჩაზე საღამოობით აწარმოონ მონიტორინგი!!! ბათუმის საკრებულო-მერია სახსრების უქონლობის გამო უარს ამბობს ქალაქის ცენტრში წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმაზე! სინამდვილეში კი უარის მიზეზი თურქების შიშია! წარმოგიდგენიათ?! თურმე თურქებს აუკრძალავთ, რადგან ყველაზე დიდი მტერი მათთვის დავით აღმაშენებელი იყო!
– ისე, ამაზე ეროვნულს ნეტავ, რას გააკეთებენ იმ ბიუჯეტით, რაც მათ აქვთ გამოყოფილი?!
– ბათუმში დგას მედეას ძეგლი! ალის და ნინოს მოძრავი ძეგლი! და არ დგას დავით აღმაშენებლის ძეგლი!
– ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი !
– ეგ კი არა, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუჩა არის, პრაქტიკულად ბათუმის გასასვლელში, მეორე ხარისხოვანი ქუჩა!” _ აცხადებს ,,ქართული მარში”-ს ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი.