საზოგადოება
ლადო კახაძე: ,,წიგნის მაღაზიაში კაფეა გახსნილი, კაფეში მოგართმევენ კოკაინს…”
შემოგთავაზებთ ექიმი ლადო კახაძის ლექსს, რომელიც საქართველოს თანამედროვე ყოფას ნათლად აღწერს:
წიგნის მაღაზიაში კაფეა გახსნილი,
კინოთეატრში – სახაშე,
რამდენი დამნაშავეა დახსნილი,
გვესმის – « გეროინი მოხარშე «
შვილებს აღარ მოსწონთ მშობლები,
ექიმს უმხედრებენ პაციენტს,
გიცდიან – ცოტაც და მოლბები,
აწმყოში წარსულად გაქციეს.
მიწისქვეშ ასწორებენ ანგარიშს,
სისხლით აზავებენ წამალს,
ყურს ფეხზე ჰკიდია განგაში,
სუსტი მოწყალებას გძალავს.
ცხოვრობენ თამაშივით – ფულისთვის,
თრიაქს აყოლებენ ვისკის,
ომობენ მიწის გულისთვის,
ერთი ხნავს და სხვა იმკის.
წიგნის მაღაზიაში კაფეა გახსნილი,
კაფეში მოგართმევენ კოკაინს,
ნოტებზე ნადირობაა გახსნილი,
ესროლეთ, ესროლეთ ვოკალისტს . . .”