საინტერესო
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ისტორიაში პირველად ნიამორი გამოჩნდა

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ისტორიაში პირველად ნიამორი გამოჩნდა. ნიამორი, გამქრალი ან მიუვალ ადგილებში შემორჩენილი სახეობაა.
ცხოველი ლაგოდეხის ნაკრძალში ერთ-ერთმა ფოტო-მახემ დააფიქსირა. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტო მახეები CNF-ის მხარდაჭერით ჯიხვის აღრიცხვისთვის დაყენდა.
პროექტს დაცული ტერიტორიების სააგენტო NACRES-თან ერთად ახორციელებს. ნიამორი საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველია
კომენტარები