სამართალი და კრიმინალი

კრივის ფედერაციის პრეზიდენტის პასუხი, აშშ-ში სავარაუდოდ დაკავებულ მოკრივეებზე

საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური ამერიკაში ქართველი სპორტსმენების დაკავებას ვერც უარყოფს და ვერც ადასტურებს. 

მისი თქმით, ხურციძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

“რაღაც ინფორმაციები ჟონავს ჩვენ საერთო სამეგობროდან. ავთანდილს ვუკავშირდები, თუმცა არ პასუხობს. შეიძლება პატარა გაუგებრობა იყოს. ვესაუბრე ასევე პროფესიული კრივის ფედერაციის ხელმძღვანელს გიორგი კანდელაკს, მათაც არანაირი ინფორმაცია არ აქვთ. თუნდაც იყვნენ დაკავებული ვიმედოვნებ, რომ ეს გაუგებრობაა. უბრალოდ ვფიქრობ იყო გულშემატკივრების შეკრება და ამ გაუგებრობაში მოყვნენ. ვიმედოვნებ, ყველაფერი გაირკვევა. ხურციძე უკვე სამი წელია ამერიკაშია გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებოდა მსოფლიო ჩემპიონობის დაცვისთვის ამიტომ იყო იქ. მაყაშვილის შესახებ არ ვიცი. ვინმეს კავშირი ჰქონდა თუ არა კრიმინალთან, ბიზნესმენთან არ ვიცი. არამგონია, მათ კავშირი და მეგობრული ურთიერთობა კრიმინალებთან ქონდეთ”, – განაცხადა დავით წიკლაურმა.

კითხვაზე, რა ნაბიჯებს გადადგამს ფედერაცია, თუ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება დავით წიკლაური აცხადებს, რომ ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი ფედერაცია ყველანაირად ემიჯნება სხვა მოვლენებს გარდა სპორტისა.

“თუ დააკავეს კრიმინალზე, ეს ცუდია ყველა გაემიჯნება და სპორტსმენს აქვს თავისი ადგილი, სპორტსმენი უნდა იყოს სპორტში”, – განაცხადა წიკლაურმა.

ნიუ იორკის სამხრეთით რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 33 წევრი დააკავეს, მათ შორის რამდენიმე ე.წ. „კანონიერი ქურდია“.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ ქართველებს შორის სავარაუდოდ, ცნობილი სპორტსმენები ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close