ჯანდაცვა

კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა _ ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე იტალიიდან ჩამოვიდა

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პაციენტი არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიიდან კვირას დაბრუნდა, თითქოს სიმპტომების გარეშე, შემდეგ განუვითარდა მაღალი ტემპერატურა. მან გუშინ თავად მიმართა საავადმყოფოს, რამდენჯერმე განმეორდა ტესტი და დაფიქსირდა პოზიტიური შედეგი. წინა 3 შემთხვევასთან შედარებით, მეოთხე პაციენტი უფრო საყურადღებოა. მიმდინარეობს მუშაობა კონტაქტების დადგენით მიზნით, დღეის მდგომარეობით მოძიებული გვაქვს 20 კონტაქტი, მათ შორის 15, თვითმფრინავში. მიმდინარეობს ამ ადამიანების ეპიდკვლევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა. 4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3220 ადამიანი ემსხვერპლა, 51,193 კი გამოჯანრთელდა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close