მსოფლიო

კონცერტიდან 62 მობილური ტელეფონი მოიპარეს

ერთ-ერთი კონცერტისას ესპანეთში რუმინეთის მოქალაქეებმა 62 მობილური ტელეფონი მოიპარეს. ამ დანაშაულის ჩასადენად მათ მთლიანობაში 2 საათი დასჭირდათ. მომხდარის შესახებ Digi24 წერს.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილი კონცერტის დასრულებამდე დატოვებას შეეცადა, თუმცა ის პოლიციამ გააჩერა, სამართალდამცველები მისმა ქცევამ დააეჭვა. ჩხრეკისას ზურგჩანთაში 41 ტელეფონი აღმოუჩინეს.

რამდენიმე წუთში მეორე რუმინელიც დააკავეს, რომელსაც 21 ტელეფონი უპოვეს.

ამ დროისთვის დაკავებულები მეთვალყურეობის ქვეშ არიან. პოლიცია მობილური მოწყობილობების პატრონებს ეძებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close