რედაქტორის გვერდისაზოგადოება

კონსტიტუციაში საქართველოს ევროინტეგრაციის როლზე ჩანაჭერი გაჩნდება

   პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციას ემატება მე-11 თავი, რომელიც მხოლოდ ერთ საკითხს უკავშირდება. “მე- 11 თავი ეს არის გარდამავალი დებულება, რომელიც შეიცავს მხოლოდ ერთ მუხლს. ეს მუხლი ეხება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციას და ერთგვარი დავალების ფორმით არის ნორმა ჩამოყალიბებული. ჩვენ პრიორიტეტი საგარეო კურსის თვალსაზრისით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება. ეს ამოცანა არის დროებითი თავის შინაარსით” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის დახურლ სხდომაზე. “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია კონსტიტუციის პროექტში. მსგავსი ჩანაწერის გაკეთებას კონსტიტუციაში მესამე სექტორიც ითხოვდა.
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close