საზოგადოება
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური გარდაიცვალა

49 წლის ასაკში, ნოდარ ხადური მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. ის 2016 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე იყო.
2012-2016 წლებში ის საქართველოს ფინანსთა მინისტრი გახლდათ.
იყო 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია აშშ-ში, უნგრეთში, ბულგარეთში, შვედეთში, რუსეთის ფედერაციაში, აზერბაიჯანში.
წყარო: primetime.ge